მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლის სამოქალაქო კლუბ „აქტიური მოქალაქის“ წევრები სხვადასხვა საინტერესო პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი აქტიურად მუშაობენ პროექტზე - „ჩვენ ევროპისკენ“, რომლის მე-2 ეტაპი წარმატებით განხორციელდა.
კლუბის წევრებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ. მათ აღნიშნული ინფორმაციები დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარადგინეს და ცოდნა წარმოაჩინეს.
პროექტში თითოეული მათგანი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყო ჩართული.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა