მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით საინტერესო შემეცნებითი კონკურსები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
კონკურსი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამოქალაქო განათლების კლუბის „მომავლის თაობის“ პროექტების ფარგლებში მოეწყო, რომლის დამფუძნებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაგდა ბაქრაძე.
თამაშში მონაწილეობდა სკოლის ორი ნაკრები გუნდი - „მოაზროვნეები“ - ხელმძღვანელი ლევან ტურაბელიძე და „არწივი“ - ხელმძღვანელი ლუკა მამრიკიშვილი.
ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო თამაში აჩვენეს, სადაც გაიმარჯვა გუნდმა - „არწივი“.
„ვულოცავთ მონაწილეებს წარმატებას და ველოდებით საინტერესო გეგმებს ახალგაზრდებისგან“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი შეჯიბრებები და თამაშები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა