მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას პედაგოგები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.
სწორედ ამიტომ, სკოლის მე-2 ბ (პედაგოგი - მარინე ინასარიძე) და მე-8 ბ (პედაგოგი - ეთერ დავითაშვილი) კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
ეს დღე დაგვირგვინდა დასკვნითი აქტივობით - „ვიკითხოთ წიგნები“, რომელშიც როგორც გვიყვებიან, პედაგოგები, ბებიები, დედიკოები, უფროსი თაობის ბავშვები, მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.
„პედაგოგებმა, ბებიებმა და მშობლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ბავშვებს ლამაზი დღის ჩუქებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა