მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების კითხვას დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ.
სწორედ ამიტომ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას სკოლა დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები წაუკითხეს და სხვადასხვა საინტრესო აქტივობა განახორციელეს. მათ ასევე წიგნების საჭიროების, მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას კითხვისკენ მოუწოდეს.
აქტივობაში მონაწილე მოსწავლეთა დამრიგებლები არიან: ქ. დიაკონიძე, გ. სანებლიძე, ა. ჯანელიძე, ნ. ჟორჟოლიანი, მ. მაღლაკელიძე, ე. ბუღაშვილი.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, - ამ სლოგანით მსოფლიო ერთიანდება ამ დღეს და ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
ხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა