მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი „კარცერ- ლუქსი“.
კლუბის წევრები სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობენ, სადაც საჭირო ცოდნას, გამოცდილებას იღებენ.
ამჯერად, ლიტერატურულ კლუბში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უჩვეულოდ ამაღელვებელი განწყობა სუფევდა, რაც მოულოდნელმა საჩუქარმა გამოიწვია.
ლიტერატურული კლუბის - „წიგნების თაობა“ წევრებმა სკოლას ანა გავალდას - „35 კილო იმედი“ უსახსოვრა.
„აუწონავი და განუზომელია ბედნიერება, რომელიც ამ საჩუქრით გვარგუნეთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. სიყვარულის უხილავი და ჯადოსნური ძაფები გააბით თქვენსა და ჩვენ შორის. იმედითა და სიყვარულით აავსეთ ჩვენი გულები ამ ცივსა და სუსხიან ამინდში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ბავშვებმა კითხვის სეზონი სწორედ ამ წიგნით გახსნეს.
„იმედი გვაქვს ასე ვიპოვით საკუთარ თავს და შევიმეცნებთ სამყაროს, უჩვეულოსა და მრავალფერს. ეს დასაწყისია! საუკეთესო წინ გველოდება! ეს ურთიერთობა, ჩვენ შორის უფრო გაღრმავდება! მომავალი შეხვედრის იმედს ვიტოვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა