მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ანაბასისი“ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავ კამპანიას დიდი ინტერესითა და შემართებით შეუერთდა.
მე-6 კლასის „მკითხველთა გუნდი“, პედაგოგის ნანა ფერაძის ხელმძღვანელობით, საოცარი, უცხოელი ახალგაზრდა განათლების აქტივისტის ანილა ბუხარის (Anila Bukhari) ინგლისურენოვან პოეზიას გაეცნო.
მოსწავლეებმა მწერლის მოკლე ბიოგრაფიაც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ის, 20 წლის ასაკში უკვე 11 წიგნის ავტორია, მისი შემოქმედება გოგონების განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებით, განსაკუთრებით ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს.
მისი პროექტის - Girls Shine საშუალებით, ანილას ნამუშევრები 50 ქვეყანაშია ცნობილი. მისმა პოეზიამ, რომელიც 20 სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი, მთელი მსოფლიო მოიცვა. მისი წიგნები გამოიცა აშშ-ში და უამრავ სხვა ქვეყანაში.
„ანილას თავდადება სცილდება წერას“, - ასე შეაფასეს სკოლაში ანილას საქმიანობა.
მოსწავლეები მწერლის მიღწევებსაც გაეცნენ: მან დააარსა გლობალური მასწავლებელთა კლუბი, რომელიც ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სკოლებში. მისი, როგორც შთამაგონებელი ლიდერის გავლენა აშკარაა მისი აღიარებითი ჯილდოთი ლონდონის პარლამენტის პალატისგან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ანილას მიზანზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი მთავარი მოტივია უზრუნველყოს განათლება ყველა ბავშვისთვის.
„ანილას შემოქმედება გასაოცარია და „მკითხველთა გუნდში“, დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. პოეზია პოზიტიური გავლენის შთაგონება“, - აღნიშნავენ სკოლაში ახალგაზრდა მწერლის შემოქმედებასა და მისით დაინტერესებული მოსწავლეების შესახებ.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, საინტერესო ინიციატივისთვის.
„მადლობა მოსწავლეებს და პედაგოგს ნანა ფერაძეს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა