სიახლეები
სიახლეები

როგორ გაგზავნოს მოთხოვნა მასწავლებელმა დირექტორთან - დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის
12-02-2024
-
+


ბოლო პერიოდში ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში რამდენიმე საკითხი გააქტიურდა, მათ შორის: როგორ გაგზავნოს პედაგოგმა მოთხოვნა დირექტორთან მაშინ, როდესაც სურს განვლილი დროით შემაჯამებელი დავალების ჩანიშვნა/წაშლა; ასევე ვადის გასვლის შემდეგ დასწრებისა და შეფასების შეტანა; სემესტრული ნიშნის კორექტირება...

მორიგ ინსტრუქციას მასწავლებლებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში „მოთხოვნები“.

მოთხოვნის გასაგზავნად ვაჭერთ ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე „+“ ღილაკს. გამოსული ფანჯრიდან უნდა ავირჩიოთ სემესტრი, კლასი (კლასის არჩევისას დირექტორს „სხვა კლასებით“ ნებისმიერი კლასი), საგანი, დავწეროთ კომენტარი (კომენტარის დაწერა აუცილებელია) და ავირჩიოთ მოთხოვნის ტიპი.

როგორც ეკრანზე ჩანს, მოდულში არის 7 მოთხოვნის ტიპი: ჟურნალის კორექტირება, სემესტრული ნიშნის კორექტირება, დამრიგებლის სემესტრული განმავითარებელი შეფასების კორექტირება, განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა, განვლილი დროით შემაჯამებლის წაშლა, განვლილი დროით აღდგენის წაშლა და საგნის წაშლა.

მოთხოვნის ტიპის არჩევის შემდეგ უნდა შევავსოთ ფანჯარაში გამოტანილი ყველა ველი, მაგალითისთვის ვნახოთ ჟურნალის კორექტირება:

ვირჩევთ კლასს, საგანს, კორექტირებისთვის საჭირო თარიღს ან მთლიან ჟურნალს, რედაქტირების ტიპს (დასწრება, განმავითარებელი შეფასება, განმსაზღვრელი შეფასება) და ვწერთ კომენტარს, შემდეგ ვაწვებით ღილაკს ,,გაგზავნა’’.

გაითვალისწინეთ, როდესაც დირექტორი დაადასტურებს მიღებულ მოთხოვნას, პედაგოგს აქვს 24 საათი კორექტირებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება