მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო ინიციატივით აღინიშნა.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ დევიზის ირგვლივ, მკითხველთა კლუბი „აისის“ წევრები გაერთიანდნენ და კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები და გამოხატეს თავიანთი შეხედულებები წიგნის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობებში სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა მეტად შეიყვარონ და იკითხონ წიგნი. იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა