მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საინტერესო აქტივობებით ეხმარებიან, ყურადღების მიღმა არც 14 დეკემბერი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დარჩენილა.
ამ ისტორიულ ფაქტს, სკოლა საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურა, სასწავლო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით, სამოქალაქოს და ხელოვნების საგნების მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ევროკავშირის თემატიკაზე გაკვეთილები ჩატარდა და მოსწავლეებმა, დერეფნის კედელი თემატურად მოხატეს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა საფუძველი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის მარიკა ვაჭარაძის დაინტერესებისა. რომელიც 8 თებერვალს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიზნები და საქართველოს სამომავლო პერსპექტივები.
მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ -ის საგანმანათლებლო პროგრამებით. მარიკა ვაჭარაძემ სკოლის ბიბლიოთეკისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გზამკვლევი და სხვადსხვა საინფორმაციო ბროშურები გადასცა სკოლის დირექტორს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას ორგანიზება გაუწია ხელოვნების მასწავლებელმა - სოფიო ყანჩაველმა. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა - ნინო წილოსანმა შეაჯამა არაფორმალური აქტივობა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერესო საინფორმაციო შეხვედრისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა