მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებით კლასებში კლასის საათი ჩატარდა. მასწავლებლებმა გამოიყენეს GPRSID -ის რესურსები.
V-VIII კლასებში მოსწავლეთა, დამრიგებელთა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების თანამონაწილეობით ჩატარდა წიგნიერი ბავშვების მკითხველთა კლუბის, მკითხველთა კონკურსი ყველაზე წიგნიერის გამოსავლენად.
სკოლის ბიბლიოთეკაში, ფინალურ დღეს I-IV კლასის მოსწავლეებს უმასპინძლეს მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა: ნანა ზვიადაძემ და ლინდა ჩოგოვაძემ.
მოსწავლეთა აქტივმა მოისმინა სასკოლო საზოგადოების, მათ შორის მშობლის (მამის) მიერ წაკითხული წიგნი - „მამა წიგნი წამიკითხე“.
სკოლის დირექტორმა, ნინო წილოსანმა, შეაჯამა კვირეული და მადლობა გადაუხადა სასწავლო საზოგადოებას ორგანიზებული, შინაარსიანი და აქტიური ჩართულობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა