მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ინფორმაციული ღონისძიებით აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სასკოლო პროექტის - „საქართველო არის ესე“, ფარგლებში , ჩატარდა ვიქტორინა ისტორიაში - „რა ვიცით დავით აღმაშენებლის შესახებ?“.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის (VII,VIII,IX კლასები) მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინა დატვირთული იყო სხვადასხვა ტიპის დავალებით: გუნდების სახელწოდების და ლოგოს წარდგენა; კითხვა- პასუხი; ისტორიულ წყაროში შეცდომების აღმოჩენა; მინიშნებებით ისტორიული პიროვნების გამოცნობა; გუნდის კაპიტნების შეჯიბრი .
აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებს ამხნევებდნენ მხარდამჭერები სხვადასხვა აქტივობით: პატრიოტული ლექსებით, ცეკვათა თუ სიმღერებით. ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს შესანიშნავი თემატური ნახატები და კედლის გაზეთი.
გუნდების მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული კლასის დამრიგებლები: VII- კლასის დამრიგებელი -ლეილა ლევერაშვილი; VIII კლასის დამრიგებელი - ქეთევან შუშანაშვილი და IX კლასის დამრიგებელი - თინათინ არდაზიშვილი.
ვიქტორინაში მონაწილე გუნდები შეაფასა და შესაბამისი დიპლომები გადასცა კომპეტენტურმა ჟიურიმ: ჟიურის თავმჯდომარემ, ნათელა კოჭლამაზაშვილმა, თამარ გიგაურმა და ვარვარა მნოიანმა.
ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვიქტორინა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, ღონისძიებას კი, პედაგოგი, ეკატერინე უშიკიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა