მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, მანდატურის სამსახური ვალდებულია 2025 წლის 1 იანვრამდე შექმნას და დანერგოს სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები და ელექტრონული პროგრამა;
გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია „იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, ვიდეოსათვალთვალო სისტემის „ლოგირების“ მექანიზმის უზრუნველყოფაზე და მანდატურის ან/და მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას“.
ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას კი უზრუნველყოფს მანდატურის სამსახური/მანდატური/უფლებამოსილი პირი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ