მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, ლაჯანის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის თემა იყო - „ელექტრონული დენის ქიმიური და მაგნიტური მოქმედება“.
გაკვეთილი ორი საგნის - ფიზიკისა და ქიმიის ინტეგრირებით წარიმართა.
სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებით. ჩატარდა საინტერესო ცდა-დაკვირვებები. გაკვეთილს ფიზიკის მასწავლებელი გრიგოლ ბურჯალიანი და ქიმიის მასწავლებელი გულსუნდა ბურჯალიანი ხელმძღვანელობდნენ და მოსწავლეებს ცდებისას ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს მეტად საინტერესოდ უხსნიდნენ.
მოსწავლეები გაეცნენ ელექტროლიზისა და ელექტრომაგნიტების ფართო პრაქტიკულ გამოყენებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა