მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი პროექტში - „დებატები უკეთესი მომავლისათვის“ წარმატებით მონაწილეობდნენ. პროექტის ფინალურ ტურში ჭიათურის N2 სკოლის გუნდმა - „მინევრამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილი „აკადემიამ“ მოიპოვა, მესამეზე კი „არგოს“ ხვდა წილად.
გუნდები სიმბოლური საჩუქრებით და ფულადი თანხით ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.
„ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, დებატები მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარის განვითარების კარგი შესაძლებლობაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გუნდები სიმბოლური საჩუქრებით და ფულადი თანხით ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.
გამარჯვებულ გუნდს თასი ჭიათურის მერმა- გივი მოდებაძემ გადასცა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები ეგიდით“ და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროგრამით განხორციელდა, რომლის მიზანი, როგორც გვიყვებიან, ახალგაზრდებში დებატების კულტურის ამაღლება და ანალიტიკური აზროვნების განვითარება იყო.
პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდა. მასში 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის მხარდამჭერები არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, მულტიფუნქციური ცენტრი და კულტურის ცენტრი.
„დებატები უკეთესი განათლებისათვის“ - ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა 11 თებარვალს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ უჭერენ მხარს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა