სიახლეები
სკოლები

„წიგნი ჩვენი მეგობარია“  - ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
13-02-2024
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

მოსწავლე-მასწავლებლები სლოგანის - „ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ და ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, მკითხველ-მსმენელთა ღონისძიება - „წიგნი ჩვენი მეგობარია“ მოაწყვეს.

აქტივობაში ჩართულნი იყვნენ, სკოლის მოსწავლეები, ბიბლიოთეკარი მანანა ცეცხლაძე და დაწყებითი კლასის მასწავლებლები: გიული ვერულიძე, თამუნა ბერიძე, მარიამ ბერიძე, ნათელა გორგილაძე, მეგი გოგიტიძე, გულნარა ბერიძე, მანანა შაინიძე, თეონა აბუსელიძე.

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - თამუნა ბერიძემ ხმამაღლა წაუკითხა მოსწავლეებს მოთხრობა „ნატვრისთვალი წიგნში“.

უფროსკლასელებმა დამწყებ მკითხველებს წაუკითხეს ვაჟა-ფშაველას - „შვლის ნუკრის ნაამბობი“, ასევე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, იმსჯელეს, საინტერესო დისკუსია გამართეს, მოთხრობის შინაარსსა და პერსონაჟებზე.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, ასევე მე-8 კლასელმა დამწყებმა მწერალმა - ნინი შარაშიძემ ბავშვებს საკუთარი მოთხრობა წაუკითხა, რამაც ბავშვებს მოტივაცია აუმაღლა, რათა იკითხონ ბევრი და თავადაც შექმნან მოთხრობები. 

„წიგნი არის ოცნება, რომელიც შეიძლება ხელში დაიჭირო“, ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია მოსწავლეებს შევაყვაროთ ოცნებების ხელში ჭერა, შევაყვაროთ წიგნი სახალისო აქტივობებით, ბიბლიოთეკაში ხშირი სტუმრობით და დროის სწორად განაწილებით. ბიბლიოთეკაში წიგნის გუნდური კითხვა უკვე ტრადიციად იქცა ჩვენს სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე სკოლის დირექტორი მიხეილ ხალვაში და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება