მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება-წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო საახალწლო ღონისძიება, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ზეიმზე მათ იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს - შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითობით დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
ეს დღე მათი სასკოლო ცხოვრებიდან კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“