მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე I-IX კლასების მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ქეთევან ვეკუას, ლოლა ქურასბედიანის, ნინო მიქაუტაძის, დამრიგებლების - გულისა კიზირიას, სოფიო ჯიბლაძის, იზაბელა გაბუნიას, მაია ხომერიკის და სკოლის ბიბლიოთეკარის - ირმა ჯიბლაძის აქტიური ჩართულობით მათ შეარჩიეს სათანადო ლიტერატურა და წაიკითხეს კითხვის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით.
ამავე დღეს სკოლის ბიბლიოთეკაში აქტიური ჩართულობისთვის საუკეთესო მკითხველ მოსწავლეებს დირექციამ სიგელები გადასცა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა ყველა კლასში ერთსა და იმავე დროს ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა წაკითხულის ირგვლივ იმსჯელეს.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა წიგნის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“