მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ექსპერიმენტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალებების შეთავაზებას, დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მოტივით, მე-5ბ კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელშიც თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ჰელიოსელები“ ჯადოსნურ სამყაროს ექსპერიმენტული გამოცდილებით ეცნობიან - სწორედ ასე გაეცნენ მეხუთეკლასელები ვულკანს და მისი ამოფრქვევის გამომწვევ მიზეზებსა თუ შედეგებს.
მოსწავლეებმა, ვულკანის ვიზუალური მხარის ქიმიური იმიტაციაც შეასრულეს, კერძოდ, მასწავლებლის ხელმძღვანელობით ამონიუმის ბიქრომატის დაშლით, ქიმიური ვულკანი შექმნეს და საოცარი სანახაობა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვულკანის ამოფრქვევა ხშირად მოულოდნელი და ძალზე საშიშია.
მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს, იმ ფაქტს, რომ ლავა ძირითადად შედგება გამლღვალი სილიკატური მინერალებისაგან, თუმცა შედგებილობის მიხედვით განარჩევენ ლავას ორ ძირითად ტიპს: ბაზალტურსა და სილიკატურს.
ექსპერიმენტალური გაკვეთილი შთაბეჭდილებებით აღსავსე, დადებითი ემოციებით დამუხტული და დაუვიწყარი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“