მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განხორციელდა.
აღნიშნულ დღეს, სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით VI, VIII კლასების მოწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლისა და სამშობლოს წინაშე მისი დამსახურების შესახებ საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები, ნახატები, საინფორმაციო ბუკლეტები წარადგინეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა პრეზენტაციების წარდგენის დროს ისაუბრეს დავით აღმაშენებლის რეფორმებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ. შეაფასეს მეფის მმართველობა და მისი როლი საქართველოს ისტორიაში.
აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა წარმოაჩინეს.
„როგორც მოგვეხსენება სამშობლოს წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის დავითს აღმაშენებელი უწოდეს. ვახუშტი ბატონიშვილი დავითისათვის ამ ზედსახელის დარქმევას ასე ხსნის: „ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერ; ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა ქსენონთა მაშენებელი...” - დავით აღმაშენებელი არის დიდებული და გამორჩეული მეფე ქვეყნის ისტორიაში. მან განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა და დღემდე მრავალი საუკუნის შემდეგ ქართველი ერი დიდი პატივით მოიხსენიებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“