მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. პედაგოგები მათ აქტიურად სთავაზობენ არაერთ საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით აქტივობებს, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში პედაგოგებმა მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება განახორციელეს.
მათ შორის იყო მე-3, მე-4 და მე-5 კლასების „პროგრესელ“ მოსწავლეთა ვიზიტი საქართველოს მწერალთა სახლში. ისინი საბავშვო მწერალს - ვასილ გულეულს შეხვდნენ, რომელმაც მათთან ერთად წაიკითხა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთხრობა „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.
მოსწავლეებმა მწერალთან ერთად განიხილეს აღნიშნული მოთხრობა - იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. ეს დღე მათი სასკოლო ცხოვრებიდან კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად იქცა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“