მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, 8 თებერვალი ის დღეა, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება სკოლაში.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელთან ერთად, დაგეგმეს ღონისძიება - „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე- დავით აღმაშენებელი“ რომლის მიზანი იყო გაცნობოდნენ მე-11, მე-12 საუკუნეების საქართველოს ძლიერების ხანას, მეფე დავითის პოლიტიკას და მის ღვაწლს, მის მიერ გატარებულ რეფორმებს, რამაც საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სამი აქტივობა: ფილმის ჩვენება, დისკუსია (დავითის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ და პარალელების გავლება სხვა, უფრო დიდი სახელმწიფოების ლიდერებთან და მათ პოლიტიკასთან) და თემასთან დაკავშირებული თვალსაჩინოების შექმნა-გამოფენა.
„მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართული ღონისძიებაში. გამოყენებული აქტივობები ხელს შეუწყობს მათში ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენარჩუნებას“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“