მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული აქტივობებით აღინიშნა.
აქტივობებს, მასწავლებლები: ქეთო პაკელიანი და მარიამ წიკლაური ხელმძღვანელობდნენ და მათში, მე-3 - მე-9 კლასების მოსწავლეები, დიდი ინტერესითა და შემართებით იყვნენ ჩართულნი.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს ქართველი და უცხოელი მწერლების თხზულებები, ეზიარნენ პოეზიას და თავიანთი შთაბეჭდილებები გააზიარეს.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“, - მოსწავლეები ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ, კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნიერი საზოგადოების მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“