მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გაიმართა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „ერთად ვკითხულობთ ჩვენს საყვარელ წიგნებს“, მოეწყო.
კვირეულის ფარგლებში საინტერესო აქტივობა განხორციელდა სკოლის ყველა კლასში:
Iა კლასის მოსწავლეებისთვის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით შეარჩიეს და მოუტანეს საინტერესო ზღაპრები და საბავშვო ბიბლია. პატარები დიდი ინტერესით ისმენდნენ უფროსი მეგობრების მიერ წაკითხულ ზღაპრებს და საბავშვო ბიბლიას.
ასევე, პატარებს საკუთარი ლექსები წაუკითხა, პირველკლასელის - მათე ჩიხლაძის დედამ, მარიამ ნემსიწვერიძემ. ლექსებმა პატარების დიდი მოწონება და მხურვალე ტაში დაიმსახურა.
Iბ კლასი ეწვია სკოლის ბიბლიოთეკას, სადაც ქალბატონი ლუდას დახმარებით, აარჩიეს ზღაპარი „ბემბი“, რომელიც დიდი სიყვარულითა და რუდუნებით წაიკითხა სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ. დასასრულს, იმსჯელეს, თუ რას გვასწავლის ეს ზღაპარი, როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ!
„თქვენ წიგნები შეიყვარეთ გულით/ და ისინი აგაფრენენ მაღლა!“ - ეს პოეტური სტრიქონები გასდევდა ლაიტმოტივად მე-7 კლასის მოსწავლეთა აქტივობას, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაში განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა ჯავახაძის ხელმძღვანელობით. ამჯერად, ისინი ბიბლიოთეკას წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ეწვივნენ და ბიბლიოთეკარიც ჩვეული სითბოთი დახვდა მათ. მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები და ლიტერატურული პერსონაჟები საინტერესოდ და ხალისით გააცნეს ერთმანეთს და ერთად იმოგზაურეს წიგნის უკიდეგანო სამყაროში.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მე-6 კლასის და მე-3 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის გაკვეთილზე, პედაგოგის ი. კუხალაშვილის ხელმძღვანელობით, წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები. საუკეთესო მკითხველები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა სკოლის სამკითხველო დარბაზში მოაწყვეს თავიანთი საყვარელი წიგნების საჯაროდ კითხვა. მათ ერთმანეთს გააცნეს შერჩეული წიგნის ანოტაცია და წაუკითხეს ამონარიდები, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონთ. მოსწავლეებს შერჩეული ჰქონდათ შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რევაზ ინანიშვილის „ბიბო“, არიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, როინ მეტრეველის „მეფე თამარი“, ნინო ხარატიშვილის „ჩემი საყვარელი ორეული“, ნათია ჯაგოდნიშვილის „შეცდომა“, თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელის გულზე“, რაკელ პალაციოს „საოცრება“ და სხვა კლასიკოსთა წიგნები. კლასის ხელმძღვანელი ქ. სვანიძე გახლავთ.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე (მასწავლებელი მაია ქობულია) ერთმანეთს წაუკითხავს ამონარიდები, მათი საყვარელი წიგნებიდან., ხოლო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე {მასწავლებელი ინგა გრძელიძე} მოსწავლეებმა: მარიამ ლობჟანიძემ და მანანა ქურციკაშვილმა მოამზადეს სლაიდ-შოუ, „წიგნის წარმოშობის ისტორია და წიგნის ხელოვნება“, სადაც დეტალურად განიხილეს წიგნის წარმოშობის ისტორია, დაწყებული ნინევიის თიხის ფირფიტებიდან, დამთავრებული ქაღალდის გამოგონებამდე. აღნიშნული, მასალები მათ წარუდგინეს კლასს პრეზენტაციის სახით.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე წაიკითხეს ქართლის ცხოვრება, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის -„ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა“. აქტივობას მასწავლებელი მარინა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა.
საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ კვირეულში აქტიურად ჩაერთო მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომლის თავმჯდომარე თამაზ დუნდუა გახლავთ.
სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა: მარიამ ობოლაძემ (მე-11 კლასი), ლიზი ბენდელიანმა (მე-7 კლასი), ნიკოლოზ ტალიაშვილმა, ნინი ჯამბურიძემ და ლიზი კეთილაძემ (მე-10 კლასი) ელენე ცანავამ (მე-8 კლასი), ლიზი გედენიძემ (მე-8 კლასი) და მანანა ქურციკაშვილმა (მე-9 კლასი) საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს თავიანთ საყვარელ წიგნებთან დაკავშირებით და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
პრეზენტაციის მსვლელობისას მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ინტერაქტიულ რეჟიმში ჩართო დამსწრე საზოგადოება და მათ მადლობა გადაუხადა კვირეულში მონაწილეობისთვის.
ბოლოს, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საინტერესო წიგნები და შთაბეჭდილებეები გაუზიარეს.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონოსძიებაა, რომ ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, რომ გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“