მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძების ნაწილი გახდა.
სადამრიგებლო კლასებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთად საჯაროდ წაიკითხეს. ბავშვებმა განიხილეს მათი ასაკის შესაბამისი სხვადასხვა წიგნი.
პედაგოგები მოსწავლეებს ესაუბრნენ წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მნიშვნელობაზე, აღნიშნეს, რომ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ნაგების საჯარო სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა განსხვავებული აქტივობებით აღნიშნეს