მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინგლისის სკოლების ნაწილი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მათ მალე, ფულის დაზოგვის მიზნით, მასწავლებლებისა და დამხმარე პერსონალის შემცირება მოუწევთ.
ამ საკითხზე მასალა ადგილობრივმა მედიამ მომზადა. როგორც ვკითხულობთ, მოსწავლეების მათ შორის, ქცევითი პრობლემებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობის გაზრდის გამო, სკოლის პერსონალის რიცხვი უკვე მაქსიმალურ ზღვარზეა. ქვეყნის მასშტაბით, სკოლების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ახლა მათ სხვა გზა, ფაქტობრივად, არ აქვთ, გარდა იმისა, რომ კადრები შეამცირონ.
2022-2023 წლებში რვა სკოლიდან, ერთს მსგავსი დეფიციტი ჰქონდა, რაც, იანვრის ბოლოს, განათლების დეპარტამენტის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 1999 წელს სკოლებმა საკუთარ საბანკო ბალანსზე კონტროლი მოიპოვეს. ეს გამოწვეულია სხვადასხვა ხარჯებითა და სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებელი პერსონალის ანაზღაურებით.
განათლების ეროვნული კავშირი პროგნოზირებს, რომ დეფიციტის მაჩვენებლები ამ წლისთვის „ბევრად უარესი“ იქნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მრავალი სკოლისთვის ერთადერთი გამოსავლი მეტი პერსონალის დათხოვნა იქნება. ეს კი, თავისთავად, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წილი, ვინც საგანმანათლებლო სექტორს მთლიანად ტოვებენ.
არსებულ პრობლემაზე იორკშირის რაიონში მდებარე პატარა დაწყებითი სკოლის დირექტორმა, ანონიმურად ისაუბრა. მან თქვა: „ჩვენ იმ დროს ვუახლოვდებით, როდესაც სკოლის დაწყება უსაფრთხო არაა. იქნებიან ბავშვები, რომლებიც ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი, რომელთა სამართავად საკმარისი პერსონალი არ გვეყოლება“. მისივე თქმით, სკოლაში რაც უფრო მეტი კადრია, მით უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ მათ მოსწავლეების დასახმრებლად. ამიტომაც, მიმდინარე სასწავლო წელს პედაგოგები სკოლიდან არ გაუშვია, თუმცა შეიძლება გარკვეული ზომების მიღება სექტემბერში მოუწიოს.
„ეს უნდა გააკეთო, იმისთვის, რომ შენი ბიუჯეტით იმუშაო, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ბავშვებზე ამ გადაწყვეტილების ზეგავლენაზე - ამას საკუთარ თავს ყოველთვის ვეკითხებით“,- ამბობს დირექტორი.
პრობლემა მასწავლებელთა სფეროდან წასვლაცაა. კრის ზარაგამ, North East Schools-ის დირექტორმა თქვა: „ცუდია, როდესაც პატარა სოფლის სკოლას წარმოადგენ, რადგან მას რეზერვები არ აქვს. ამ დროს, დირექტორის სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ პერსონალი შეცვალოს“.
სუ მაკმაჰონმა, პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა და Calderdale Against School Cut-ის სპიკერმა, ადგილობრივი კამპანიის ჯგუფის, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა, განუცხადა: „სკოლები დარჩენილნი არიან გაფუჭებულ სისტემაში და იმედოვნებენ, რომ ეს გაუმჯობესდება. მაგრამ შენ ვერ მართავ სკოლას იმედით“. მაკმაჰონმა თქვა, რომ რამდენიმე ხელმძღვანელი შიშობს, რომ, არასაკმარისი პერსონალის გამო, მათი სკოლა მალე სახიფათო იქნება.
მუნგო შეპარდმა, ეშ გრინის სკოლის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ადგილობრივ სკოლას პასტორალური როლების შემცირება უწევს და საკმარისი საკლასო დამხმარე პერსონალი აღარ ჰყავს.
აქვემ DfE-ს სპიკერმა თქვა: „ჩვენს სკოლებში გვყავს მასწავლებლების რეკორდული რაოდენობა - 27 ათაზე მეტი 2010 წლიდან, ხოლო წელს სკოლის დაფინანსება 3.9 მილიარდი ფუნტით გაიზარდა“. მისივე თქმით, მომავალ წელს, დაფინანსება კიდევ 1.8 მილიარდი ფუნტით გაიზრდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...