მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2-მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც გზავნილის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს როგორც საბავშვო მოთხრობები, ასევე ნიკო ლორთქიფანიძისა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ნაწყვეტები, შემდეგ კი ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს .
მასწავლებლებმა გაამახვილეს ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და იმსჯელეს წიგნის კითხვის დადებით მხარეებზე.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ცისანა კირთაძე, ნათელა მეგენეიშვილი და ციცინო აბულაძე, რომლებიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი