მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N61 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
მე-7გ კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენის პედაგოგმა მანანა მაისურაძემ კლასგარეშე მუშაობის ფორმატში, დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 951-ე წლისთავი აღნიშნეს.
მოსწავლეები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ და კითხულობდნენ მასალებს დავით აღმაშენებელზე. მათ ასევე მოისმინეს ისტორიის პედაგოგის - სალომე ჯღარკავას მინი-ლექცია.
ამ დღისთვის ბავშვებმა ღია წერილები მისწერეს დავით მეფეს, წერის სტრატეგია რაფთ-ით (RAFT) სხვადასხვა როლიდან (მეფის მეჯინიბის, მეწაღის, მოხელის, შიკრიკის, პირადი ექიმის, ლიპარიტ ბაღვაშის, გელათის კირითხურის, მწიგნობართუხუცესის, ანა კალანდაძის, მერაბ ბერძენიშვილის, ერეკლე II-ის, თამარ მეფის, დემეტრე მეფის, ყივჩაღი მეომრის, თურქ-სელჩუკი ილღაზის, მე-7 კლასელი გოგონასა და ბიჭის, ისტორიკოსის და სხვა).
მოსწავლეებმა წერილები საჯაროდ პირველად წაიკითხეს. მათ ასევე შეაფასეს ერთმანეთის ინფორმაციის მენეჯმენტის, ემოციისა და ფანტაზიის უნარები.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
„ბოლოს სანთელი დაუნთეს დავით მეფის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, „ვისი გორისანი“ არიან“, - გვიყვებიან სკოლაში.
შეგახსნებთ, რომ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი