გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
13-02-2024
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საბავშვო ლიტერატურიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. აღნიშნულ დღეს ასევე სკოლაში საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ წაკითხული მოთხრობების შესახებ იმსჯელეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.