მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამი წლიდან ბავშვს უკვე შეუძლია მოკლე შეტყობინების გადაცემა, სვამს კითხვებს უცხო სიტყვებთან დაკავშირებით. ბავშვის სიტყვათა მარაგი უფრო და უფრო მდიდრდება და უკვე 1500 - ზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა ესმის.
საუბრისას იყენებს მარტივ (მაგ. ამბობს: დათუნიას შია) და მარტივ გავრცობილ წინადადებებს (მაგ. ამბობს: საწყალ დათუნიას ძალიან შია). თხრობისას შეუძლია რამდენიმე წინადადების ერთმანეთთან დაკავშირება, შეუძლია მარტივი ამბის მოყოლა, იმახსოვრებს ლექსებს. შეუძლია მოცემულ ასოზე სიტყვის დასახელება, ასევე ერთნაირი ჟღერადობის სიტყვებს განასხვავებს, მაგ: ატამი - ტატამი. 5-6 წლის ბავშვს თავისუფლად შეუძლია თავისი სიტყვებით მარტივი ამბის გადმოცემა ისე, რომ მოვლენების თანმიმდევრობა დაიცვას, ასევე სხვებს უსმენს და მონაწილეობას იღებს ჯგუფურ საუბარში. იყენებს თავაზიანი მიმართვის ფორმებს, შეუძლია საკუთარ თავზე ინფორმაციის მოწოდება, სიტყვის პირველი ასოს გამოყოფა და ასევე მარცვლების გაერთიანება.
ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ საინფორმაციო მასალაში 10 ძირითადი სტრატეგიაა მოცემული, რომლითაც შეგიძლიათ სკოლამდელი ასაკის ბავშვს მეტყველების განვითარებასი დაეხმაროთ
მეტყველების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიები
ჩართეთ ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობებში და სთხოვეთ, აღწეროს რასაც აკეთებს, სთხოვეთ თამაშის წესების ახსნა, დაუბარეთ რაიმე ოჯახის სხვა წევრისთვის გადასაცემად, წაახალისეთ ბავშვი, რომ მეტყველება გამოიყენოს;
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე