მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინკლუზიური განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმის შედგენასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია სპეციალური მასწავლებელი. ინტერვენციის გეგმაში წარმოდგენილი სასწავლო მიზნები ხელს უნდა უწყობდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის წინსვლასა და აკადემიურ მიღწევას.
რა არის ინტერვენციის გეგმა? - სპეცმასწავლებლების გზამკვლევში, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა, განმარტებულია, რომ ინტერვენციის გეგმა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნაწილია. იგი ეყრდნობა ისგ-ს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: მოსწავლის შეფასების შედეგები, საგნობრივი გეგმებით გათვალისწინებული მიზნები, გარემოს ადაპტაციები თუ კონკრეტული აქტივობები. ეფექტიანი სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს კონკრეტულ მოსწავლესთან მომუშავე მასწავლებელთა და სპეციალისტთა თანამშრომლობითი, შეთანხმებული და თანმიმდევრული მიდგომები წარმოადგენს.
შესაბამისად, ხშირად შესაძლებელია ინტერვენციის გეგმაში გაწერილი მიზნები თანხვედრაში იყოს საგნობრივ ორიენტირებთან უკეთესი შედეგის მიღების მიზნით. მოსწავლის საჭიროებებზე მიმართული მიზნებისა და მათი შესაბამისი აქტივობების შექმნა/დაგეგმვის მთავარი ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ის მიმართული იყოს არა ერთ კონკრეტულ უნარზე იზოლირებულად, არამედ ვიმუშაოთ რამდენიმე სამიზნე უნარზე კომბინირებულად. ამ გზით აქტივობა ხდება უფრო მრავალფეროვანი, განმავითარებელი, მასტიმულირებელი და მოსწავლისთვის საინტერესო, ხოლო სწავლა-სწავლების პროცესი კი - ეფექტიანი.
ინტერვენციის გეგმაზე მუშაობისას და აქტივობების დაგეგმვისას მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლემ შეძლოს მიღებული ცოდნისა თუ ათვისებული უნარ-ჩვევის დროთა განმავლობაში შენარჩუნება და სხვადასხვა კონტექსტში, საგნებთან თუ ადამიანებთან მისი გენერალიზება/გამოყენება.
შესაძლებელია ძალიან ბევრი აქტივობის მოფიქრება, რომელიც კონკრეტულ უნარზეა მიმართული და მოსწავლისთვისაც სახალისო და საინტერესოა, თუმცა, თუ იგი ვერ ეხმარება მოსწავლეს შესწავლილის შენარჩუნებასა და განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებაში, ასეთ დროს მიღებული ცოდნა, პრაქტიკულობის თვალსაზრისით, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
შენარჩუნებული ცოდნა წარმოადგენს ეფექტიანი სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომლის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია ის თუ რამდენად საჭირო და რელევანტურია მიღებული ცოდნა მოსწავლისთვის და არის თუ არა აღნიშნული უნარი დაკავშირებული მის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ანუ სჭირდება თუ არა მისი გამოყენება ბუნებრივ პირობებში. გენერალიზაცია არის უნარი, რომლის არსებობისას მოსწავლეს შეუძლია მიღებული ცოდნის განსხვავებულ გარემოსა და კონტექსტებში, განსხვავებული რესურსებითა და განსხვავებულ ადამიანებთან გამოყენება. იგი გულისხმობს დაუფლებული ცოდნის ან უნარ-ჩვევების ისეთ სიტუაციებში დემონსტრირებას, რომლებიც განსხვავდებიან იმ გარემოსგან, სადაც ეს ცოდნა აითვისა მოსწავლემ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გენერალიზაციის უნარის არსებობისას შესაძლებელია ცოდნის ტრანსფერი სხვადასხვა კონტექსტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ