მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ და გახდნენ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.
მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ერთმანეთს წაუკითხეს მათთვის საინტერესო მოთხრობები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, წიგნების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა მოთხრობების შინაარსიდან გამომდინარე დასვეს საინტერესო კითხვები, იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს ყველაზე სახასიათო მოთხრობის ილუსტრირებული პლაკატი.
სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა და შეცვალე მსოფლიო!“ ფარგლებში, მეორეკლასელებს პედაგოგ ლელა გლოველის ინიციატივით, უფროსკლასელებიც ესტუმრნენ და პატარებს წაუკითხეს მათი ასაკისათვის შესაფერისი მოთხრობები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მეორე2 კლასის მოსწავლეები, ასევე, ჩაერთნენ სკოლის ბიბლიოთეკის ორგანიზებულ აქტივობაში - „ჩემი პირველი წიგნი“. მოსწავლეებმა გაიხსენეს მათ მიერ წაკითხული პირველი წიგნი და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
მეორეკლასელთა დამრიგებელი ქრისტინე კამლაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონია ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი