მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობის, ბედნიერებისა!“- გვითხრა იაკობ გოგებაშვილმა! - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო 2 თებერვალს - წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, გაკვეთილი IIIბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო ხვედელიძემ.
პედაგოგმა მოსწავლეებს განუმარტა, თუ რასთან დაკავშირებით აპირებდა საკლასო სივრცეში გამორჩეული და განსაკუთრებული დღის მოწყობას.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში დიდი სიხარულით აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, IIIბ კლასის მოსწავლეებმა საკლასო სივრცეში სხვადასხვა საინტერესო მოთხრობა თუ ლექსი წაიკითხეს.
მოეწყო შეჯიბრი კითხვაში, გაიმართა მსჯელობა წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული და დიდი ენთუზიაზმით ცდილობდნენ საკუთარი აზრების დაფიქსირებას.
„კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის საშუალებითაც უნებლიედ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმასა და სულში აღმოვჩნდებით ხოლმე!“ სწორედ ამის გააზრებასა და გონებაში ჩაბეჭდვას ემსახურება ეს დღესასწაული!“,- გვეუბნება მოსწავლეთა პედაგოგი.
მასწავლებელმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიულოცა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წიგნების სამყაროში მყარად დგომა ურჩია, მომავალში კი ცოდნით შეიარაღებულებს წინსვლა უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი