სიახლეები
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის - „საუკეთესო პრეზენტატორები“ ​გამოცდილმა წევრებმა ახალწვეულებს მასტერკლასი ჩაუტარეს 
14-02-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯაროდ გამოსვლის ხელოვნებას ეუფლებიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს სასკოლო კლუბი - „საუკეთესო პრეზენტატორები - Best Presenters“. 

ახლახან, სასკოლო კლუბის - „საუკეთესო პრეზენტატორები - Best Presenters“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

ამჯერად, კლუბის მრავალგზის გამოცდილმა პრეზენტატორებმა - ლიკა ჩაგუნავამ (მე-10 კლასი ) და კობა ძაძამიამ (მე-11 კლასი) კლუბის ახალწვეულებს ჩაუტარეს მასტერკლასი, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული პრეზენტაცია. 

შეგახსენებთ რომ, სასკოლო კლუბი - საუკეთესო პრეზენტატორები 2022 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს, მართავს შიდა და რეგიონალურ კონფერენციებს, სადაც მონაწილეობენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. 

კლუბის ჩამოყალიბების მიზანია მოსწავლეებში განავითაროს საპრეზენტაციო უნარები და მოამზადოს მოსწავლეები ეფექტური კომუნიკაციების საწარმოებლად.

მომავალი შეხვედრა ჩანიშნულია ქუთაისის ამერიკის კუთხეში პარტნიორ სკოლასთან კოლაბორაციით. 

კლუბის დამფუძნებელი ეკატერინე კვანტალიანი გახლავთ,  კლუბის პრეზიდენტი კი კობა ძაძამიაა (2023-24წ). 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება