მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის არიან - მარიამ სვიანაძე და ლუკა ბალიაშვილი, რომლებსაც ოქროს მედლები გადაეცათ.
წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.
ოქროსმედალოსნები ამჟამად წარმატებული სტუდენტები არიან და მათთვის სასურველ პროფესიას უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებიან.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ერთგულ მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან.
„ყოველ წელს ამაყია თავისი წარმატებული ოქროსმედალოსნებით, რომლებიც სწავლას განაგრძობენ სხვადასხვა უნივერსიტეტში და აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტებში. წარმატებული მომავალი ჩვენს მედალოსნებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი