მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა.
თვითმმართველობის ინიციატივით, ეს დღე, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს.
უფროსკლასელებმა, პატარებისთვის ზღაპრები და ასაკის შესაბამისი მოთხრობები საჯაროდ წაიკითხეს, რითაც უმცროსკლასელებს შეახსენეს წიგნის არსი და მნიშვნელობა და გაუზიარეს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
მოსწავლეებმა, საჯაროდ კითხვის შემდეგ გამართეს დისკუსია წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ.
სკოლაში მადლობა გადაუხადეს ბავშვებს განხორციელებული აქტივობებისთვის, პატარებს აქტიურობისთვის, ხოლო - პედაგოგებს მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს
კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან