სიახლეები
სკოლები

„ნოდარ დუმბაძეს რომ წაეკითხა, იამაყებდა თქვენით!“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შექმნილი დღიურები
15-02-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და წარმტაც სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციაზე აისახება. 

ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილის შესახებ თავად პედაგოგი სოფო გორგილაძე გვესაუბრება, რომლისთვისაც მოსწავლეებთან ურთიერთობას და მათ ხარისხიან განათლებაზე ზრუნვას დიდი ბედნიერება მოაქვს. 

„მე-8 კლასელება სასიამოვნოდ გამაოცეს, ჩვენი სამწლიანი ურთიერთობის მანძილზე ფრაგმენტულ, მძაფრ ემოციებს მიტოვებენ და მგონია, რომ საკუთარი ბედნიერება მიწილადეს.

ახლაც ასე მოხდა:

ნოდარ დუმბაძე ხომ გენიალური მწერალი და მოაზროვნე იყო. მან ზუსტად იცოდა, როგორ მიეღწია ადამიანების ყველაზე ემოციურ ქარგამდე. ახლაც, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში შობილი თაობის გულებში ისეთი ცეცხლს ანთებს, რომ არ წვავს და სინათლით ავსებს...

რაღა ბევრი გავაგრძელო...

აფხაზეთი ხომ ჩვენი ტკივილია,

ბერძენი იანგულისთვისაც ...

„Hellados“ - მა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ ტექსტზე მუშაობა შემდეგი დავალებით გავაგრძელეთ:

მოერგოთ პერონაჟების - იანგულის ან ჯემალის როლი და შეექმნათ დღიურები, სადაც უნდა აესახათ მოთხრობაში გადმოცემული, ძირითად ეპიზოდებთან დაკავშირებული განცდები და დამოკიდებულებები.

ეპიზოდი 1: იანგულისა და ჯემალის გაცნობა და დაპირისპირება;

ეპიზოდი- 2: იანგულის რეაქცია ჯემალის ობლობის გაგების ეპიზოდში;

ეპიზოდი -3: სამშობლოში დაბრუნებით გამოწვეული ფიქრები და ემოციები

სიყვარული ...

ნაშრომში უნდა წარმოედგინათ დღიურისთვის დამახასიათებელი ჟანრობრივი მაჩვენებლები, გაეთვალისწინებინათ დრო და ეპოქა და პერსონაჟის საუბრის მანერა.

გამოცდილება: ანა ფრანკის დღიური;

ავტოპორტრეტი ქეთი ნიჟარაძე.

ისეთი ინტერესით შეუდგნენ დავალების შესრულებას, სიხარულით მეცხრე ცაზე ვფრენდი...

ანდრია გურაშვილის, ნუცა მელიქიშვილის, ნატალი ჩიტაიშვილის, ბარბარე ჩივაძის, ლაზარე კაპანაძის, ბარბარე ბროლაძის, მიშო ქორიძის ( ტიპიური ზურიკელაა), სანდრო სვანიძის, ალექსანდრე ბენაშვილის, თამარ ჯაბნიძის ნაშრომებმა ჯერ გამაოცა და შემდეგ, სიცილნარევი ცრემლებიც მაღვრევინა, აი, ზუსტად ისე, ავტორმა რომ იცოდა მკითხველის აღტაცებაში მოყვანა!!!

- ნოდარ დუმბაძეს რომ ეს დღიურები წაეკითხა, უსათუოდ იამაყებდა თქვენით!

სრულიად დამსახურებულად ვუთხარი მათ და ალბათ ქება დავაკელი კიდეც ...“,- გვიყვება პედაგოგი და გვიზიარებს ამონარიდს ერთ-ერთი მოსწავლის - ნუცას დღიურიდან: „გუშინ სკრიპკა ვცემე, ბრაზმორეული ვიყავი და ყველაფერი მაგ საცოდავზე გადავტეხე... მერე, რო დავფიქრდი, მივხვდი, რომ მამაჩემს დავემსგავსე... და არ მინდა ეგ სინამდვილეში, არც არასდროს მომინდება...

ერთი გოგო მომწონს, იმ დღეს დაველაპარაკე და მითხრა, რომ არ ვჩანდი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. ეგ კარგია თუ ცუდი არ ვიცი, რავი, რაც არ უნდა იყოს, მე მაინც ბედნიერი ვარ. საერთოდ, ხმა რომ გამცა, ვერ ვხდვდები, ჩემნაირ ბიჭთან რა უნდა ეგეთ გოგოს?!...“

„ყველა დღიური ერთმანეთზე უკეთესია, ბრავო, ვამაყობ თქვენით!“ - დასძენს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება