სიახლეები
სკოლები

საპატიო სტუმრები და საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება თბილისის N62 საჯარო სკოლაში
14-02-2024
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სიურპრიზებითა და ლიტერატურული აქტივობებით შეუერთდა. 

წიგნიერების დღესასწაული პედაგოგმა ირმა კაკაურიძის პირველკლასელებთან ერთად აღინიშნა.

მოსწავლეებისთვის მოულოდნელი იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის - სოფო გორგოძის სტუმრობა, რომელმაც ბავშვებს „დიდი წიგნები“ გააცნო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა, რომლებმაც ახლახანს დაასრულეს ანბანის სწავლა, ხალისით წაიკითხეს პატარა საკითხავებიც

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის, ყველაზე დიდი სიურპრიზი საბავშვო მწერალ ქეთი კვიტატიანთან შეხვედრა აღმოჩნდა.

პედაგოგმა ბავშვებს მწერლის - „ამბავი თებერვალზე“ წაუკითხა. შემდეგ კი, მწერალი და ბავშვები ერთმანეთს ლექსებს უკითხავდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. 

„7 თებერვალი ლამაზი და ბედნიერი დღე გამოდგა, როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვისაც!“, - ასე შეაფასეს სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება