მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი ვიზიტით სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს“ ეწვივნენ.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ შემეცნებითი ექსპერიმენტი სწავლების ერთ-ერთი რთული და შრომატევადი მეთოდია.
„ექსპერიმენტების ფართო შესაძლებლობა მოსწავლეთა სწავლების, აღზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია,ხელს უწყობს მათ ცოდნის მიღებაში, ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებასა და სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში“, - ამ მოტივით, სკოლაში მოსწავლეებს დიდი მხარდაჭერა აქვთ, რომ თავიანთი უნარების რეალიზება შეძლონ.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ ამ გზით, მოსწავლეები პრაქტიკულად ამოწმებენ თეორიული ცოდნის სიზუსტეს, სწავლობენ მონაცემების გაანალიზებას, შედარებას და დასკვნების გამოტანას. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძნელი წარმოსადგენია უფრო ეფექტური მეთოდი, ხელს რომ უწყობდეს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივებას.
ვიზიტის მიზეზიც, სწორედ ცნობისმოყვარეობის დაიკმაყოფილება გახლდათ.
„მეც კომფორტულად მაგრძნობინეს თავი ნორჩმა ფიზიკოსებმა, ამ კლასში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ნიჭიერების ზეიმია“, - ასე აფასებს მოსწავლეებსა და გასვლით აქტივობას სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი