სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს კლასის საათი მიეძღვნა
14-02-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის Vl კლასში გაიმართა საინტერესო კლასის საათი თემაზე - „დავით IV აღმაშენებელი“ და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ კლასის საათი 8 თებერვალს მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელმძღვანელის - დარეჯან ნემსაძის შესავალი სიტყვის შემდეგ, მოსწავლეების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა VI კლასის ისტორიის მასწავლებელი ლალი რობაქიძე.

პედაგოგმა ბავშვებს მეფე დავითის ცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპები გააცნო, მათ ესაუბრა დავითის მიერ გატარებულ რეფორმებზე, დიდგორის ბრძოლასა და მის მნიშვნელობაზე, სახელოვანი მეფის დამსახურებაზე სამშობლოს წინაშე.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაში აქტიურად მონაწილეობდა კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძეც, მან პარალელი გაავლო სხვა დიდი მეფეების მოღვაწეობასთან. 

მოსწავლეებმა კი, წარმოადგინეს მეფე დავითისადმი მიძღვნილი ნამუშევრები. კლასის საათის მსვლელობისას დასმულ კითხვებზე მოსწავლეები ამომწურავ პასუხებს იღებდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული კლასის საათი იყო საინტერესო, შემეცნებითი, სანახაობრივად და შინაარსობრივად დატვირთული.

კლასის ხელმძღვანელმა დარეჯან ნემსაძემ და მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მოწვეულ პედაგოგს ლალი რობაქიძეს თანამშრომლობისა და საინტერესო პრეზენტაციისათვის

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება