მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერასა და მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
„კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით, რომელიც გამოიხატება ტემპერატურის მატებით, ნალექების ზრდითა და გახშირებული ბუნებრივი კატასტროფებით“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მე-11 კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო ინიციატივა წამოაყენეს.
მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ქეთევან ბეღელაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელეს პროექტი - „შეიტანე შენი წვლილი კლიმატის ცვლილების შეჩერებაში“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის ზეგავლენის გაცნობიერება, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გააზრება.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ჩვენ ადამიანები, პირველები ვართ პრობლემის შექმნაში: ადამიანის სამრეწველო საქმიანობა, ტყის გაჩეხა, ტრანსპორტისა და საწარმოების გამონაბოლქვი, უპასუხისმგებლოდ დაყრილი ან დამწვარი მავნე ნივთიერებები, მეურნეობაში არასწორად გამოყენებული პესტიციდები, რესურსების არაგონივრული გამოყენება დიდ ზიანს აყენებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანს და მის სრულფასოვან არსებობას.
„დაიწყე მოქმედება ახლა, დედამიწა შენს ხელშია“, - ეს იყო ლოზუნგი, რომლითაც მოსწავლეებმა მოუწოდეს სასკოლო საზოგადოებას ეკომეგობრული ქცევის წესების დასაცავად.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი