მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა უნარების შემოწმებას, ცოდნისა დონის განსაზღვრასა და მათი სააჭიროებების დადგენას.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ დიაგნოსტიკური წერა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სასკოლო განათლებაში. ის მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ობიექტურად შეაფასონ ცოდნა, შეაფასონ უნარები და თვალყური ადევნონ მოსწავლეთა პროგრესს.
როგორც სკოლაში განსაზღვრავენ, დიაგნოსტიკური წერის წყალობით მასწავლებლებს შეუძლიათ სწავლის ინდივიდუალიზაცია, პერსონალიზებული გეგმების შემუშავება და მშობლებს შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ბავშვის ცოდნის შესახებ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის განათლების ხარისხის ამაღლებასა და განვითარებას. ამ მხრივ მასწავლებელმა უნდა აღიაროს მნიშვნელობა და სწორად გამოიყენოს დიაგნოსტიკური წერა პრაქტიკაში.
სკოლაში, კათედრის ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ შეიმუშავეს დიაგნოსტიკური წერების ფორმატი. მოსწავლეთა თვითმმართველობის დახმარებით კი, ფარული კენჭისყრა ჩატარდა, იმის დასადგენად, თუ რომელი კლასი რა საგნებში დაწერდა დიაგნოსტიკურ წერას.
აღსანიშნავია, რომ ტესტში შეტანილი იყო საკითხები განვლილი მასალიდან. ტესტირება მიმდინარეობდა 20 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით.
ნამუშევრების შეფასების შემდეგ, სკოლაში გაანალიზეს ნაწერები და მოსწავლეებს მიეცათ ინდივიდუალური განმავითარებელი შეფასება და კონკრეტული რეკომენდაციები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი