მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კომუნიკაციების კომისიამ თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამავე სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების და მათემატიკის მასწავლებელ მარიამ ზაქარიაშვილთან თანამშრომლობის საფუძველზე, უკვე მეორედ „გამარჯობა რუბის“ წიგნები საჩუქრად გადასცა.
25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერიის - „გამარჯობა რუბი“ 120 ეგზემპლარი სკოლას 20 იანვარს გადაეცა.
აღნიშნული წიგნით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლიან.
„ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“ თელავის მე-5 საჯარო სკოლას, ამავე სკოლის წარმომადგენლის, კომპიუტერული ტექნოლოგებისა და მათემატიკის მასწავლებლის - მარიამ ზაქარიაშვილისა და მოსწავლეთა მიერ „გამარჯობა რუბის“ წიგნის მიხედვით განხორციელებული საინტერესო აქტივობების საფუძველზე გადაეცა.
„ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“ - დაწყებითი კლასის მოსწავლეებში, მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.
წიგნები თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, ქართულად თარგმნისა და გამოცემის უფლება კომუნიკაციების კომისიამ წიგნის ავტორისგან, ფინელი მწერლის, ლინდა ლიუკასისგან ექსკლუზიურად მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ წიგნების სერია სკოლებს უსასყიდლოდ გადასცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, „გამარჯობა რუბი“ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოდ 2019 წლიდან შევიდა. პედაგოგები კომუნიკაციების კომისიამ სპეციალურად აღნიშნული წიგნებით სწავლების მეთოდის მიხედვით გადაამზადა.
თელავის N5 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებელი - მარიამ ზაქარიაშვილი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მშობლები მადლობას უხდიან კომუნიკაციების კომისიას მორიგი ძვირფასი საჩუქრისათვის.
„წიგნები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უმცროსკლასელთა სწავლებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი