სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს 
14-02-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ წიგნების კითხვისადმი ინტერესს.

სწორედ ამიტომ, სკოლა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ტრადიციულად წელსაც შეუერთდა.

„ნამდვილი კითხვა -კარგი წიგნების თავდავიწყებით კითხვა -კეთილშობილური საქმეა“ - ამ აზრით შთაგონებულმა უფროსკლასელებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა - ქალბატონმა ნაზი ნადირაძემ პატარა „ცოდნელებს“ ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებიდან ადგილები წაუკითხეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ერთმანეთს წაკითხულის შესახებ მოსაზრებები, როგორც აღნიშნავენ, სიხარული და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორი ქართული ენისა ლიტერატურის კათედრა იყო.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში კი VII კლასი, რომლის დამრიგებელი ნინო მელქაძე გახლავთ, ეწვია ხელოვნების სასახლეს. ისინი ასევე საგანმანათლებლო პროგრამაში „წიგნის ისტორია“ მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, დაათვალიერეს სასახლის დარბაზები, მოისმინეს წიგნის შექმნის ისტორია და საკუთარი ხელით დაამზადეს წიგნის სანიშნეები, რომლებიც ქართული ორნამენტებით გააფორმეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება