მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მეტყველების განვითარება. 5-6 წლის ბავშვს თავისუფლად უნდა შეეძლოს თავისი სიტყვებით მარტივი ამბის გადმოცემა ისე, რომ მოვლენების თანმიმდევრობა დაიცვას, ასევე უსმენდეს და მონაწილეობას იღებს ჯგუფურ საუბარში. მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის შეგიძლიათ სხვადსხვა ტიპის თამაშები გამოიყენონ როგორც ბაღის აღმზრდელებმა ისე მშობლებმა. გთავაზობთ რამდენიმე განსხვავებული თამაშის იდეას და ინსტრუქციას.
1) ამოიცანი, რა არის?
საჭირო მასალა: სხვადასხვა ნივთი, სათამაშოები.
სთხოვეთ ბავშვს, დახუჭოს თვალები, თქვენ აირჩიეთრომელიმე ნივთი და აუხსენით ბავშვს სიტყვიერად ეს ნივთი, წაახალისეთ ბავშვი, გამოიცნოს, შემდეგ კი პირიქით, თქვენ დახუჭეთ თვალები და ბავშვმა ახსნას.
2) მოვიგონოთ ამბავი
საჭირო მასალა: თეთრი ფურცლები, ფერადი ფანქრები, მაკრატელი.
ბავშვთან ერთად დაამზადეთ ბარათები: დაჭერით თეთრი ფურცელი საშუალო ზომის ოთხკუთხედებად და ბავშვთან ერთად დაახატეთ სხვადასხვა ნივთი, არსებები, ადგილები. შემდეგ კი ეს ბარათები გამოიყენეთ თამაშში: მოათავსეთ ბარათები მუყაოს ყუთში ისე, რომ ნახატს არ უნდა ხედავდეთ. რიგრიგობით ამოიღეთ თითო ბარათი, დაიწყეთ ამბის თხრობა ბარათზე დახატული გამოსახულების
მიხედვით, შემდეგ კიდევ ერთი ბარათი ამოიღეთ და განაგრძეთ ამბის თხრობა. თამაში გრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ბარათს არ ამოიღებთ ყუთიდან.
3) ვითომ ვითომ
საჭირო მასალა: სხვადასხვა ნივთი ან სპეციფიკური თემატური სათამაშოები, მაგ. ექიმის ნაკრები, ჭურჭელი, სათამაშო ხილი და ბოსტნეული და ა. შ.
ჩაერთეთ ბავშვთან ერთად თამაშში, მოაწყვეთ სახლში კაფე, პოლიკლინიკა, ბაზარი, გამოიყენეთ შესაბამისი სათამაშოები, ან სხვადასხვა ნივთი, ჩაერთეთ დიალოგში, დაუსვით მას კითხვები თამაშის სიუჟეტიდან გამომდინარე. მაგალითად, ეს ნამცხვარი რისგან მზადდება თქვენს კაფეში? შეგიძლიათ, ამიხსნათ, როგორ მოვუარო ჩემს დათუნიას? ამ ხილს როგორი გემო აქვს?
4) პოეტობანა
საჭირო მასალა: ფურცელი და კალამი.
მოიფიქრეთ ბავშვთან ერთად ლექსები - შესთავაზეთ ჩამოთვალოს სიტყვები, თქვენ კი ჩაიწერეთ. ხოლო შემდეგ მოიფიქროს სიტყვები, რომელიც ერითმება ჩამოწერილ სიტყვებს, მაგალითად: ბელი-ხელი, სკამი - ჯამი და ა. შ. ასევე შეგიძლიათ, ერთად შეადგინოთ სტროფები რითმების გამოყენებით:
„დავინახე ბელი
დავუქნიე ხელი.“
„ოთახში იდგა სკამი,
ზედ იდო დიდი ჯამი“ და ა. შ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ