მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეების - გიორგი ონიანისა და ნინი ბოჭორიშვილის წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის Iა კლასის მოსწავლემ, გიორგი ონიანმა (მწვრთნელი ბექა - ხაჭაპურიძე, დამრიგებელი - მარინა ჭანტურიძე-ტურაბელიძე) ჭადრაკის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. გიორგი ჩემპიონატის ორგანიზატორებისგან შესაბამისი ხარისხის მედლით, დიპლომითა და სიგელით დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ გიორგის და მის პედაგოგებს გამარჯვებას. წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ სკოლის სახელით პატარა მოჭადრაკეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში ასევე, ამაყობენ მეორეკლასელი მოჭადრაკის - ნინი ბოჭორიშვილის წარმატებით.
სკოლის IIა კლასის მოსწავლე ნინი ბოჭორიშვილი ტყიბულის საჭადრაკო ფედერაციის ჩატარებულ შეჯიბრებაში, მოსწავლეთა საქალაქო პირველობაზე, მონაწილეობდა (დამრიგებელი - ლია ბარბაქაძე) და წარმატებით დაიკავა გოგონათა შორის მეორე ადგილი (მწვრთნელი - ბექა ხაჭაპურიძე). ის შეჯიბრების ორგანიზატორებმა შესაბამისი ხარისხის დიპლომით, თასითა და მედლით დააჯილდოვეს.
სკოლაში ნინის მიღწეულს ულოცავენ და საჭადრაკო საქმიანობაში, სკოლის სახელით, წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი