მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N14 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. სკოლაში გაიმართა არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს მე-4ა კლასის მოსწავლეებმაც.
მე-4ა კლასში საჯარო კითხვა, დამრიგებელ როზა ჭეჟიას ხელმძღვანელობითა და მშობელთა ჩართულობით წარიმართა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ძმები გრიმების - „შაშვის წვერა მეფე“.
მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად მასწავლებელმა მიმართა საინტერესო აქტივობებს.
„ჩავატარეთ ლექსიკური სამუშაო, სიტყვების გუდიდან ამოვიღეთ და ავხსენით ახალი სიტყვები. კითხვისას გამოვიყენეთ „პაუზებით კითხვის მეთოდი“, მოსწავლეები მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ რა მოხდებოდა შემდეგ, შევავსეთ გმირის რუკა, ბოლოს, გაიმართა დისკუსია თემაზე - „რა არის მთავარი, რომ იყო კარგი ადამიანი“- გვიყვება პედაგოგი და დასძენს, რომ საჯარო კითხვამ მოსწავლეთა და მშობელთა დიდი მოწონება გამოიწვია.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი