მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებში წიგნის სიყვარულისა და ინტერესის გაზრდის, კითხვისადმი დადებითი დამოკიდებულებების განვითარების, ასევე, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, ხშირად იმართება წაკითხული წიგნის პრეზენტაცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციაზე მოსწავლეები წარმოადგენენ წაკითხულ ნაწარმოებებს, მსმენელსა და პრეზენტატორს შორის იმართება დისკუსია. მოსწავლეები მოსმენილ ნაწარმოებს აკავშირებენ საკუთარ გამოცდილებასთან. ისინი იაზრებენ წაკითხულ და მოსმენილ ტექსტებს, მსჯელობენ და თანამშრომლობენ ამ პროცესში, რაც წიგნის სიყვარულის და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
ამჯერად ბიბლიოთეკამ მე-4 კლასს უმასპინძლა.
მოსწავლეებმა - ანდრია ბეჭვაიამ, ოთო ნაჭყებიამ, დავით მალანიამ და ია ჯანჯღავამ წარმოადგინეს სპარსული და ქართული ზღაპრები.
ისაუბრეს ამ ჟანრის ნაწარმოებებზე, მათ მნიშვნელობაზე და ასევე, იმსჯელეს თუ რას გვასწავლის ასეთი ტიპის ნაწარმოებები.
პრეზენტაცია იყო საინტერესო და სახალისო მოსწავლეებისთვის. პრეზენტირებისას მოსწავლეებს ფასილიტაციას უწევდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა თოდუა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“