მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-12 კლასში, სომხური ენის მასწავლებლის - სილვა ღარღარიანის ხელმძღვანელობით, თემაზე: „პარუირ სევაკის ცხოვრება და მოღვაწეობა“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისეული დეტალებისა და შემოქმედების შესახებ. მე-12 კლასელებმა ასევე პოეტის ლექსები და ციტატები გააჟღერეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა გაკვეთილზე აღნიშნეს, თუ რაოდენ ღირებულია სომეხი ერისთვის პარუირ სევაკი და მისი ღვაწლი.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი და სხვა მასწავლებლები.
სკოლის დირექტორმა - პეტროს აკოპიანმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებელს, მათ წარმატება უსურვა.
ქართული ენის მასწავლებელმა მ. ვახტანგიშვილმა კი აღნიშნა, რომ გაკვეთილი მეტად შემოქმედებითი და საინტერესო იყო, სადაც მოსწავლეებმა უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„გაკვეთილი იყო ინფორმაციული, შემოქმედებითი, საინტერესო და კარგად ორგანიზებული. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მეტად მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებისთვის, ვინაიდან ვლინდება მოსწავლეთა შესაძლებლობები, პიროვნული უნარები, ისინი იღებენ უკუკავშირს, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მათ მოტივაციას აქტიურად ჩაერთონ მსგავსი ტიპის გაკვეთილების განხორციელებაში“, - ამბობს ქართული ენის მასწავლებელი მ. ვახტანგიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი