მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N117 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, საგანში - „მე და საზოგადოება“ მე-10 დ კლასის მოსწავლეების: მარიამ გადილიას, ლიზი სიმონიშვილის, მარიამ მელაძის, ანი თეთრაძისა და ლიზი ყაზაიშვილის დახმარებით, მე-4 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
მათ პატარა მოსწავლეებს მხატრულად წაუკითხეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწაროები „პატარა პრინცი“, რის შემდგომაც მოსწავლეებმა იმსჯელეს სიკეთის კეთებაზე, წარმოსახვის ძალაზე, ბავშვობის ასაკის პრობლემებზე, წიგნის სიყვარულზე.
მოსწავლემ, მარიამ გადილიამ კლასში წარადგინა პრეზენტაცია „წიგნის ისტორია“. მარიამ მელაძემ კი წიგნის კითხვასთან დაკავშირებით, ანდაზები და გამონათქვამები მოამზადა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს, მეოთხეკლასელებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნულ აქტივობას პედაგოგი ანი ჯოლბორდი ხელმძღვანელობდა.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი