მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციაში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი რუსუდან კვიკვინია და მე-11 კლასის მოსწავლეები: დევი ლევონიანი და ნიკა სეროპიანი კონფერენციაში: „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში-საწრეო და საკლუბო მუშაობის პრაქტიკის გაზიარება“ მონაწილეობდნენ.
მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია არაფორმალური განათლების ცენტრის - non-formal education center ორგანიზებით, 25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) , გაიმართა.
კონფერენციის მიზანი იყო:
სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგის მოხსენების თემა იყო „oceanproblems.tilda.ws“ - მოსწავლეების შექმნილი ვებ-გვერდი, რომელიც მოსწავლეებმა 2023 წლის 13 ივნისს თბილისის N72 საჯარო სკოლაში გამართულ მოსწავლეთა სკოლათშორის (N72 და N96 საჯარო სკოლები) კონფერენციაზე წარადგინეს.
ეს თემა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკონფერენციოდ წარდგენილ 60-მდე თემიდან, 15 საუკეთესო თემას შორის მოხვდა.
„მადლობა ჩვენს მასწავლებელს რუსუდან კვიკვინიას და ჩვენს მოსწავლეებს დევი ლევონიანს და ნიკა სეროპიანს გაწეული შრომისათვის და სკოლის სახელით წარმატებით გამოსვლისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი